მთავარი ციტატა

“ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს, დაახლოებით ვიცით, რა ადგილიდან შეეცდებიან შესვლას”

„ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს და ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადაახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი. დაახლოებით ვიცით რა ადგილიდანაც შეეცდებიან შემოყვანას, არც იმის ილუზია გვაქვს, რომ მთელი პოლიციის ძალას რომ ჩართავენ გმირულად შეაღწევინებენ ვიღაცებს პარლამენტში ასეთი წვალებით, რომელიც მინიმუმ დამსახურებული აქვს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს. ეს გაგრძელდება, ვიდრე ასე უტიფრად იქცევიან”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

იტვირთბა....