მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რკინის კონსტრუციების გამოჩენას.
“მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგია, ეს სურათი არის მინიმუმი, რაც უნდა იდოს სულ.
კარგი შედეგი იქნება, საერთოდ თუ არ შევუშვებთ შიგნით, მაგრამ მაგას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი.
მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს. გამოდის ის კაცი და ლაპარაკობს, ვითომ ნორმალური მდგომარეობაა, ყველაფერი კარგადაა და ორ კვირაში მიუნხენში გაგიშვებთ სამუშაოდო, გასულია ეს ხალხი, უფრო სწორად ის კაცია გასული და ესენი აყვნენ, საგიჟეთში ვცხოვრობთ” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.