aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კონკორდატმა ამოწურა თავი, ვიწყებთ მისი გაუქმების პოლიტიკურ მარათონს” – დავით ბერძენიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და მას სოციალურ ქსელში ახმოვანებს. მისი თქმით, ქართულმა კონკორდატმა ამოწურა თავი და ის იწყებს მისი გაუქმების პოლიტიკურ მარათონს.

“გავათავისუფლოთ ეკლესია პოლიტიკისგან, ხელისუფლებისგან, სახელმწიფოსგან და პირიქით.
ქართულმა კონკორდატმა ამოწურა თავი. ვიწყებთ მისი გაუქმების პოლიტიკურ მარათონს!!!
გავთავისუფლდეთ!!!

ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, მომდევნო თუ ვერ ივარგებს, იმის მომდევნოს მაინც გამოადგება ეს ინიციატივა. ეკლესიაში მზარდია კვალიფიციური, თანამედროვე, რწმენაში ძლიერი სასულიერო პირების, თეოლოგების, მრევლის რიცხვი. იმათაც შევეშველებით – არ უნდათ ხელისუფლებებთან შეზრდილი ეგზარხოსი და ყანდურები. ახალგაზრდებს მშვენივრად ესმით ამ ინივიატივის საჭიროება. პროგრესს ხანდახან მაინც უნდა ემსახურო გრძელვადიანად, მარათონულად… პარტიებსაც ეხება ეს, არასამთავრობო სექტორში რომ მხარდამჭერები გვყავს, ვიცით. მედიაც ვერ შეძლებს იგნორირებას. “პატრიარქი და სინოდი არ გავაღიზიანოთ”- არაა არგუმენტი. ხელისუფლების არიან ამჟამადაც… ხმა არ ამოუღია ილია მეორეს ამ სამარცხვინო დარბევებზე- 20 ივნისსაც კი. სირაქლემას პოზა რესპუბლიკელებისთვის არის უხერხული პოზა ყოველთვის… კომპრომისების უნარი არ გვაკლია( მთელი წელია, კომფორტული და ძალიან კომპრომისული პარტნიორები ვართ მთელი პროდასავლური ოპოზიციისთვის). პოლიტიკური ბუჩქები და პროგრესის შიში არ გვჩვევია… ვიცი, რომ ბევრი ისეთიც დაიმალება ახლა, ვინც ჩვენსავით ფიქრობს…რა მერე? ვინც უკვე გამოგვეხმაურა პოზიტიურად, იმ ადამიანების კვალიფიკაციაც ვიცით ბევრის და ღირსებაც. მადლობა. თავისუფლებისთვის შრომა( ბრძოლაც) მოიტანს შედეგს – ყოველთვის!” – წერს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....