ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დონალდ ტრამპია, რადგან ის „ლოცულობს“ რომ ბლოკი დაიშალოს – ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„პირველად ისტორიაში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება გაერთიანებულ ევროპას. ის მხარს უჭერს „ბრექსითს“ და ლოცულობს, რომ ევროპის კავშირი დაიშალოს“, – განაცხადა ტუსკმა გერმანულ გაზეთთან Die Zeit-თან ინტერვიუში.
დონალდ ტუსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროსაბჭოს პრეზიდენტად გასულ კვირას აირჩიეს.