ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ქუთაისში, სავარაუდოდ, მეტეორის ნატეხის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, სავარაუდოდ, მეტეორის ნატეხის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, როგორც “პრაიმტაიმი” წერს, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მეტეორის ნატეხი ჩამოვარდა.

ამის შესახებ მედიასაშუალებას თვითმხილველმა უთხრა.

თვითმხილვევლი ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭის ხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე“.

თვითმხილველის თქმით, მეტეორის ნაწილი სამხარაულის ექსპერტიზამ წაიღო, გამოსაკვლევად.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არა აქვთ.

იტვირთბა....