ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი…” – ნიკა გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ

“მთავარი არხი” გენერალური დირექტორი, აცხადებს, რომ მის ცოლსა და შვილს სუს-ი უთვალთვალებს და განცხადებას თან ურთავს ვიდეოს:

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1398216590346663/

“სტატუსი ჩემთვის ძალიან მძიმეა.

მის ქვეშ ატვირთული ვიდეო – უმძიმესი სანახავი.

მაგრამ, ისეთი დღეა, მაინც კარგით და მთავარით დავიწყებ:

დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის და მსოფლიოში ჩემთვის უსაყვარლესი გოგოს, ქექეს დაბადების დღეა. ჩემ შვილებზე უკეთესი მე არც არაფერი შემიქმნია და მათზე ძვირფასი არც არავინ მყავს. ქექე ერთადერთი გოგოა და დღეს ათი წლის გახდა. ვულოცავ და ვჩუქნი იმას, რაც მთხოვა.

მაგრამ, სტატუსი მაინც სხვა საჩუქარზეა, რომელიც ქვემოთაა ატვირთული და ამ დღეს ქექეს და მთელ ჩვენს ოჯახს საქართველოს პროკურატურამ, თითქოს სპეციალურად დაგეგმილად და გულმხურვალე სიკეთით მოგვიძღვნა და გამოგვიგზავნა:

ქექეს, მისი საყვარელი დედის, სოფოს, და მისი უსაყვარლესი გოჭძაღლა ედგარის ფარული თვალთვალის ვიდეო. ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ. ჰოი საოცრებავ და თურმე სადაბადებისდღეოდ მისაძღვნელად. ძალიან “საყვარელი საჩუქარი” გამოუვიდათ, მართლა. მე, პირადად, უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ცოტა გულიც დამწყდა, რომ ჩემი საყვარელი გოგოს საჩუქრის შერჩევაში, პირველად მაჯობა სხვამ.

დიდი მადლობა, ძვირფასებო. ტყუილად არ მიღვრია ოფლი ჩემი სამშობლოს და, მათ შორის, ქართული პროკურატურის მუნდირის სასარგებლოდ. ძალიან დიდი პატივი მეცით და მეც არ დაგრჩებით ვალში – არ ვარ უმადური კაცი.

რამე საპასუხო და შესაბამისი საჩუქარი ჩემზეა, მოკლედ “. – წერს ის.

 

იტვირთბა....