„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო – „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ,” ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“
გია ვოლსკი – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.
პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” ე.წ. ხატების აქცია მოაწყო. წმინდანების ნაცვლად ხატებში ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ლიდერების სახეები იყო ჩასმული.