“პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ… როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდე, როცა თქვენ თვითონ თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოხდეს? მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს არჩევანი?”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
ასე მიმართა კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.