ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემ სალობიე ბიას ესტუმრა სალომე ბუა” – სალობიეს მფლობელი

სალობიე “ბიას” ერთ-ერთი მფლობელი გიორგი იოსავა, მის რესტორანში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტუმრობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე “ბია”ს ესტუმრა სალომე “ბუა”
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს. #სტუმარიღვთისაა”, – წერს “ბიას” მფლობელი

შეგახსენებთ, რომ აქციების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მაჩაბელზე მდებარე სალობიე “ბიაში” იმყოფებოდა.

დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

იტვირთბა....