“დილის 5 საათზე, ყინვაში სპეცრაზმის გამოყენებებით რატომ უნდა დაარბიო შენი მოქალაქეების აბსოლუტურად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ღამენათევ, გათოშილ ხალხს გაყინული წყლის ჭავლი მიასხა, ყოვლად გაუგებარია ჩემთვის. არცერთი მთავრობა არ მოქცევია ხალხს ასე პანიკურად მოუთმენლად; თვით კომუნისტებიც კი გაცილებით დიდ ხანს აცლიდნენ ადამიანებს პროტესტის გამოხატვას. ისე, 9 აპრილს რუსმა გენერალმა როდიონოვმაც დილის 5 საათზე დაიწყო დარბევა. საკუთარი ხალხისადმი ასეთი არაადამიანური და ხისტი მოპყრობა იწვევს სამართლიან და უფრო მძლავრ პროტესტს თავისუფალ ადამიანებში და ეს უნდა ესმოდეს ამ ხელისუფლებას”
დეკანოზი თამაზ ლომიძე
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.