ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი დაიკავეს

ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან აქტივისტები ამ წუთებში კარავს შლიან. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი დაიკავეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 7 საათიდან იკრიბებიან.

იტვირთბა....