aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაჟორიტარი ზურაბიშვილების” საზოგადოებისთვის შეტყუების სქემა – ლაგაზიძე “ოცნების” განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ქართული ოცნების” განცხადებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მმართველი პოლიტიკური პარტია საკუთარ კანდიდატს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენებს, “მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილების” საზოგადოებისთვის შეტყუების სქემას უწოდებს.

როგორც “მეტრონომთან” საუბრისას ლაგაზიძემ განაცხადა, სქემა, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიტესტა, მიზნად ოპოზიციის დაქსაქსვას ისახავს.

“მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილების ინიციატივა – ასე შეიძლება ვუწოდოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” ინიციატივას. რეალურად ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რაც გაათამაშეს ზურაბიშვილის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ფორმალურად მას არ ერქვა პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატი, მაგრამ ის იყო, რა თქმა უნდა, სახელისუფლო კანდიდატი. ზუსტად იგივე სცენარი იქნება მაჟორიტარულ ოლქებში. რეალურად ეს არის ამომრჩევლის მოტყუების და თვალში ნაყრის შეყრის სქემა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად აპრობირებულია. გარდა ამისა, დგას კითხვის ნიშანი – დავუშვათ, დავუჯერეთ “ოცნებას”, ასეთ შემთხვევაში რა კრიტერიუმით უნდა შეფასონ, შანსები როგორ უნდა გაზომონ – ესეც კიდევ დამატებით მანიპულაციის საშუალებაა. ამ ყველაფრის შინაარსი რეალურად ოპოზიციის დაქსაქსვისკენ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის “მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილების” საზოგადოებისთვის შეტყუების სქემა”, – უთხრა “მეტრონომს” ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადება გააკეთა. კახა კალაძის თქმით, “მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება რეალური შანსი”.

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....