ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოცნების მხრიდან, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ბაინდოშვილმა ილიამ, მეტსახელად ტაკრიმ, მათი ოფისის კახეთის წარმომადგენელს ნინო გოგოლაშვილს სცემა.
“ტაკრი, შენი ფეხით მიდი პოლიციაში ხვალ, თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ! კადრები გვაქვს გადაღებული როგორ ურტყამს გოგოს” – აცხადებს ელისაშვილი და კომისიის თავმჯდომარეს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებით ემუქრება.