“ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ იმ დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს – ნეგატიური დღის წესრიგით წინასაარჩევნო კამპანია. პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რაღაც პოზიტიური მეკეთებინა. ჩემთვის პოლიტიკა თვითმიზანი არ არის”
აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”
შეგახსენებთ, აკაკი ზოიძემ დღეს წამოიაყენა ინიციატივა, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე პლებისციტი ან რეფერენდუმი ჩაატაროს.