„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ჩატარებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სთავაზობს.
„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.