დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.
კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.
კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.