„თუ ადამიანი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობას და საზღვრებს არღვევს, იგი ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით უნდა ისჯებოდეს. სამართალდამცველ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ დოკუმენტი, თუ რა საფუძველზე იმყოფებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და თუ მათ ასეთ დოკუმენტს ვერ წარუდგენენ, მათ უნდა შესთავაზონ რეგისტრაციის გავლა სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროში. ასევე, შეიძლება შევთავაზოთ ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა, ან თუ ეს არ აწყობთ, ლოგიკური იქნება, მივმართოთ წინადადებით სამხრეთ ოსეთის დატოვებისა და იმ ქვეყანაში გადასვლის შესახებ, რომელსაც ისინი ემსახურებიან”
სონია ხუბაევა – დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში