“მეტრონომი” აქვეყნებს ორ ვიდეოს, რომელშიც დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს კომენტარს. პარლამენტარი, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში.
“მეტრონომის” მკითხველს ვაძლევთ შესაძლებლობას ნახოს, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთი და იმავე პერსონამ, დეპუტატმა, საზოგადოების მანდატით აღჭურვილმა პირმა, ასე უცბად შეიცვალოს აზრი და ასეთი ცვალებადი პოზიციის გამო შექმნას კრიზისი ქვეყანაში.
შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძე იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელმაც ბოლო მომენტში, შეეწინააღმდეგა პროპორციულ სისტემას და თანამოაზრეების შემოკრების შემდეგ პარლამენტში თავისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
იხილეთ ორი ვიდეო ქვევით:
ვიდეო პირველი: ეს არის დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია დღეს
ვიდეო მეორე: ეს არის დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია რამდენიმე თვის წინ