ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქციაზე დაკავებული გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორში მოიხდიან

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასიალაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იზოლატორში 12 დღეს, ხოლო ადვოკატი ბექა ბასილაია 13 დღეს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს დაკავებულებს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, სასამართლომ რამდენიმე დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....