18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა პაატა სოსანაშვილს და გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.