ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა

უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს და ქალიშვილებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

მისი განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.

იტვირთბა....