aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აქტიურად ვაგრძელებთ. აღნიშნულ დასახლებაში 160 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გასულ წლებში, გამგეობის დაკვეთით, აქ სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და საბავშვო გასართობი ატრაქციონიც მოეწყო, ახლა კი მთლიან ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოყო.

იტვირთბა....