“ბუნებრივია, პირობა იყო დადებული და დავამატებდი – ნეტავ, არ მიგვეცა ეს პირობა. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა სეროზულად დავაზიანეთ. ჯობდა, თუკი ამ ნაბიჯზე უნდა მისულიყო უმრავლესობის პოზიცია, საერთოდ თავიდანვე აგვეცილებინა პირობის მიცემა”
მარიამ ჯაში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე
TV პირველი, გადაცემა “პოლიტმეტრი”
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, დატოვა მარიამ ჯაშმაც.