ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აცხადებს, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას დაუჭირა მხარი მხარი, პარტიიდან წავიდა, ხოლო ვინც მას გული დასწყვიტა, წინაურდება.
ბოკერია დასძენს, რომ ფორმალურადაც ხდება იმ „ამბოხებული დეპუტატების“ დაწინაურება პარლამენტში, რომლებმაც გული დაწყვიტეს პარტიის თავმჯდომარეს.
„შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარო. ახლა ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, ყველანი წავიდნენ პარტიიდან, თანამდებობები დაკარგეს. ხოლო ვინც ეს ჩაუგდო და გული დასწყვიტა ამ დიად ადმიანს, ის ხალხი ფორმალურადაც დაწინაურდებიან. ლაპარაკია ბატონ მაჭარაშვილზე, მეზურნიშვილზე და სხვა დეპუტატებზე.
აქაც საზოგადოებას ღიად გვეუბნებიან, ფეხებზე გვკიდია საღი აზრი და გონიერება, რადგან ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდაო.
ზოგიერთმა დეპუტატმა ფორმალურად მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას.მათთვის როლი ჰქონდა განაწილებული ივანივიშლს და არ იცოდნენ, რა ხდებოდა ან ვერ ხვდებოდნენ. დღეს აგრძელებენ ამ რეჟიმის სამსახურში ყოფნას, სწრფად შემოტრიალდნენ ამ იმედგაცრუების შემდეგ და ახლა თავის გზავნილებში არიან ერთ სულ და ერთ ხორც ამბოხებულებთან და ყველასთან ერთად. ეს ხალხი არსებითად არ განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ფორმალურად წინააღმდეგ მისცა ხმა ან მხარი არ დაუჭირა.
მნიშველობა არ აქვს, მათ რა როლი გაუნაწილა ივანიშვილმა, ისინი დღეს ახალ როლს თამაშობენ, რაც სჭირდებათ მათ მამას და მარჩენალს. თან, მინდა გითხრათ, რომ თუ დამცირებაზეა საუბარი, ის ხალხი, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარე თალაკვაძე, მათ შორის მდინარაძე, რომელთაც მჯერა, შეიძლება არ იცოდნენ ან ვერ ხვდებოდნენ, რომ უფრო დაამცირა ივანიშვილმა, ვიდრე ისინი, ვისაც მისი სურვილი შეასრულებინა და ხმა არ მიაცემინა. ასეთი ხალხისგან სამთავრობო გზავნილის გაგრძელება, მათ იერარქიაში ერთ-ერთ ჭანჭიკად, კლოუნად, ყმად, პოლიტიკურ მონად ყოფნა კიდევ უფრო სამარცხვინოა, ვიდრე იმ მაჟორიტარებისგან, ვინც შეასრულა მათი ყოჩის, ივანიშვილის შავბნელი მისია“, – განაცხადა ბოკერიამ.