საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა მეუღლესთან ერთად მოითხოვა.
ვიდეოს საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.
“მე ტოომას ჰენდრიკ ილვესი ვარ და მე მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი, ექიმი, რომელიც ასრულებდა მისი, როგორც ექიმის მიერ დადებულ ფიცს და აღმოუჩენდა სამედიცინო დახმარებას იმ ხალხს, ვინც დღეს ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო მომსახურება არ არსებობს. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი.” ამბობს ილვესი.
რამდენიმე დღის წინ, რუსი ოკუპანტებმა ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს
შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
Former President of Estonia Toomas Hendrik Ilves and his wife demanding freedom to doctor Gaprindashvili.
Gepostet von Estonian Embassy in Tbilisi am Dienstag, 19. November 2019