aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება ვაჟა გაფრინდაშვილის პროტესტის შემდეგ დაუნიშნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ ბერშუეთში მცხოვრებ შოთა ბიძინაშვილის განცხადებით, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, როცა ის საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. ამასთანავე ექიმი თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ.

ბიძინაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს – წიწიბურა და მცირეოდენი პური.

მან მედიასაშუალებას უთხრა, რომ პატიმრებს სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ ვაჟა ექიმი კი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. აღსანიშნავია, რომ პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო.

შოთა ბიძინაშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/783348268792458/

ოკუპანტებმა, ცხინვალში 9 – 11 ნოემბერს, ცნობილი ქართველი ექიმი ტრამვატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაიტაცეს.

 

იტვირთბა....