ახალი ამბები

“ფილიშვილის ადგილი სასამართლო დარბაზებში ნამდვილად არის, ოღონდ განსასჯელის სკამზე

“მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს, სრულიად შეგნებულად, საათების განმავლობაში, დაუსაბუთებლად დაკავებული ყავდა პატიმრები. მაქსიმუმ 12 საათისთვის, ზუსტად იცოდა, რომ ვერ მოასწრებდა დაწყებული საქმეების დასრულებასაც კი, არა თუ, დაუწყებელი პროცესების. მაგრამ არა – ღამის 2 საათზე დაიწყო დღეისთვისვე პროცესების გადადება 5 წუთიანი შუალედით, ნაცვლად სამუშაო დღის დასრულებისთანავე (საღამოს რვაზე), ყველას სახლში გაშვების და პროცესების ნორმალური გრაფიკით გადანიშვნის.

ეს არის უკანონობაც, სადიზმიც და ანტიჰუმანურობაც. ასეთების ადგილი სასამართლო დარბაზებში ნამდვილად არის, ოღონდ არა მოსამართლის სავარძელში, არამედ განსასჯელის სკამზე”

ნიკა გვარამია – ტელეკომოანია “მთავარის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.  18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა

იტვირთბა....