ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 36 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა.

მათი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს, 13:00 საათიდან განახლდება.

მოსამართლემ ასევე იმსჯელა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა ხვალ, 17:50 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.

იტვირთბა....