“ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ სინამდვილეში პარლამენტის მიერ ჩაგდებული კენჭისყრით და იმით, რომ ეს ცვლილება არ შედგა საქართველოს კონსტიტუციაში და საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, მე მგონია, რომ პროცესები წავიდა ძალიან არასწორი მიმართულებით. საკმაოდ მძიმე პერიოდის შემდეგ ძლივს დავაბრუნეთ პოლიტიკური პროცესები კალაპოტში, თითქოს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოსთვის ვემზადებოდით და ახლა ამ ყველაფრით პროცესები დაბრუნდა ქუჩაში”
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცესპიკერი
TV პირველი, გადაცემა “რეაქცია”
შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის პოსტი 14 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩავარდა.