საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თანამდებობას ტოვებს.
„სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩავარდა.