მთავარი ციტატა

“უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, სახელმწიფო და პოლიცია გააკეთებენ იგივეს”

“ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული… მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებში, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი -პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა…  უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებენ სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებენ იგივეს

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. პარლამენტის შენობის პიკეტირების შემდეგ, გუშინ, 18 ნოემბერს აქციის მინაწილეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დაშალეს.

იტვირთბა....