ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
„ესეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ აქ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე. ეს არის გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი პროცესის. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის უფლება. არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის, არც რეზინის ტყვიების და არც ტყვიების. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველო არ იქნება რუსეთის მსგავსი ქვეყანა და არ იქნება რუსეთის ნაწილი, რაც სურს ივანიშვილს. გაგრძელდება სამთავრობო შენობების პიკეტირება. ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა და კარვები აიღო. პარლამენტში ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.