“მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, არის ზუსტად იდენტური ე.წ. გერმანული მოდელის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სულ 30 ხმა უნდა ახლა „ქართული ოცნებიდან“, რომ ეს ე.წ. გერმანული მოდელი გავიდეს და არსებითად პროპორციული სისტემა მივიღოთ, მაგრამ ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს კომენტარებში, რომ მათ უბრალოდ ამის სურვილი არ აქვთ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი ჩაგდება”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველო”
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.