"ვინც უმრავლესობა დატოვა, მათ პროდასავლურ არჩევანში ეჭვი არ მეპარებოდა" - Metronome.Ge
მთავარი ციტატა

“ვინც უმრავლესობა დატოვა, მათ პროდასავლურ არჩევანში ეჭვი არ მეპარებოდა”

“ვინც უმრავლესობა დატოვა, მათ პროდასავლურ არჩევანში ეჭვი არ მეპარებოდა. ხშირად ჩემთვის გაუგებარი იყო, ეს ხალხი საერთოდ როგორ იცავდა ივანიშვილის პოზიციებს”

სალომე სამადაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი

TV პირველი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ,  “ქართულმა ოცნებამ”  და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....