“შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობის გამო”, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და ავრცელებს თავისივე განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილების ჩაგდება საჩუქარი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის.
ამასთანავე, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაჩერებს ქვეყნის პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია აგრესიული მეზობლისგან, რუსეთისგან გამოყოფის, დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე”
“როგორც საქართველოსა მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, თანამდებობის პირებს,დაუყოვნებლად განაახლონ მოლაპარაკებები ამ მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტის თაობაზე. ქართველებს უნდათ სახალხო და ხალხის მმართველობა. მათ სურთ დასავლური ხელისუფლება და ნატოს მოკავშირეობა. ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა იქნება საჩუქარი ვლადიმერ პუტინისთვის, გაანადგურებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, აგრესიული
ამ კონსტიტუციური ცვლილების შეტანის შესაძლებლობა იქნება საჩუქარი ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია აგრესიული მეზობლისგან, რუსეთისგან გამოყოფის, დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე”. – აცხადებს კინზინგერი.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.
საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.
უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.
პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.