“ვინც უღალატებს საკუთარ პირობას, ხალხს ვერავის დავიცავ!” – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყველას რომ დაიპირისპირებს და ქუჩაში დააყენებს- ეს ხელისუფლების არჩევანია!
“მინდა მივმართო მათ ვინც ახლა ცდილობს გაამართლოს ,, ქართული ოცნება” და მისი ლიდერი.
საკუთარი ამომრჩეველი, მომხრე, თანამებრძოლი მოატყუა, გააბითურა, დაცინა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა!
ჯერ წარსული ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს, ჯალათ მოსამართლეებს გაუხსნა გზა და უვადოდ აღაზევა, ახლა მთავარი დანაპირები უკან წაიღო!
რა განსხვავებაა წინა რეჟიმსა და ამ მოქმედებებს შორის.
ვებრძოდით წლები სიცოცხლის რისკის ფასად სააკაშვილის რეჟიმს და მივიღეთ მას დამსგავსებული , ძალაუფლებას ჩაჭიდებული ახალი სახედაკარგული ოცნება.
ვითომ რომ წარსულს ებრძვი და მეორე ხელით გულში იკრავ და აწინაურებ – ეს ოცნების ხელწერაა .
აი ამის დაცვაა უხერხული და მერე მორალისტობა ჩვენი მისამართით.
ხელისუფლებაში ყოფნა ყველაფრის ფასად? ესაა არჩევანი და ამას იცავთ ისინი ვინც იცავთ?
მე ვიდექი პრინციპების და სამართლიანობის დასაცავად და არავის ბელადად არ გავიხდი!
ვინც უღალატებს საკუთარ პირობას, ხალხს ვერავის დავიცავ!
რაც შეეხება ბოლო დღეების მოვლენას:
ყველას რომ დაიპირისპირებს ხელისუფლება და ქუჩაში დააყენებს- ეს ხელისუფლების არჩევანია!
ქუჩაში დღეს ყველა ამ მოთხოვნით გამოდის- შეიცვალოს საარჩევნო სისტემა!
აი ამ ბრალდებებს რატომ დგას იქ ნაცი და ვინმე სხვა არ მივიღებ!
ჩვენი პარტიის არჩევანი მკაფიოა ჩვენ არც წარსულის რევანშს დავუშვებთ და არც ამ ხელისუფლებას დავიცავთ!”- წერს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.
საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.
უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა.
პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.