მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მცირე რჩევა ბატონ ივანიშვილს…” – თინათინ ხიდაშელი

“ბატონ ივანიშვილს მცირე რჩევა. ოდნავი დამაჯერებლობა რომ ქონდეს მის განცხადებას პოზიცია პარტიის თავმჯდომარის უნდა ყოფილიყო: მივმართავ იმათ ვინც დატოვა პარტია დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის პარტიის ხაზი; ისინი ვინც პარტიის პოზიციას გადაუხვია გარიცხოს პარტიიდან. ეს არის ქმედება. სხვა ყველაფერი ბელეტრისტიკა და ყალბია!”

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

სოციალური ქსელი

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....