მთავარი პოლიტიკა ციტატა

” – ომი უნდა! – არჩევნების ეშინია! ” – თინა ხიდაშელი

“- ომი უნდა!
– არჩევნების ეშინია!
– აღარავინ ეიმედება და აღარავის ენდობა!
– აბსოლუტურად შავბნელი, რეტროგრადი ადამიანების ამარა დარჩა!
– ასეთ დროს ძალიან საშიშია ხელისუფალი, ყველაფერზე წამსვლელი!
– ვამბობ კაი ხანია ყველაფერი რასაც უყურებთ მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ გვაქვსთქო და ჰა ბურთი, ჰა მოედანი.
როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება!
PS თოფებით ომი არ მიგულისხმია თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან!”

სოციალური ქსელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი – თინა ხიდაშელი 

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება

იტვირთბა....