aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამანქანო გზა გადაკეტეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში, დღევანდელ კენჭისყრაზე, სადაც პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი ჩავარდა, როგორც ოპოზიციაში ასევე უმრავლესობაში პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამანქანო გზა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე მონაწილე გზაზე დაჯდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. როგორც სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, მოძრაობა ყველა პარტიას სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. “ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება

იტვირთბა....