“საშტვენებით, რომ დგანან ხალხი, ამან კიდე დაბულინგების სახე მიიღო და ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი კენჭისყრა. გუნდის ერთობა საჭიროა. მე არ ველოდები რომ ჩავარდება კანონპროექტი. სხდომაზე არანაირი ხმაური არ ყოფილა, იყო საქმიანი საუბარი”
გია ვოლსკი – უმრავლესობის ლიდერი
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.
თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობდა.