ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც ნაცმოძრაობა მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, რამდენიც დღეს აქვს პარლამენტში” – ყაველაშვილი

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სისტემას დაუპირისპირდება სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში

როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს.

„თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ იმ გადაწყვეტილებას მივიღებ რისიც შინაგანად მწამს. მე მომხრე ვარ პროპორციული არჩევნების, მაგრამ ჩემთვის გამოირჩევა რისკები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როცა პირობას აძლევ საზოგადოებას, რომ შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ყველამ უნდა ვიცოდეთ, ყველა პოლიტიკოსმა და მოქალაქემ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველამ ვიცით რეალობა თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. და ამ ძალის სათავეში არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობაზე და წართმევაზე მიუთითებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

იტვირთბა....