აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება.

„შეხვედრა მალე შედგება, თუმცა ამ ეტაპზე მისი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდი 10-11 ნოემბერს აბუ დაბიში გაიმართა. როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, მხარეებმა მშვიდობისკენ დაახლოება შეძლეს, თუმცა ამჟამად ბევრი რამ მოლაპარაკების პროცესში მონაწილე ყველა მხარეზეა დამოკიდებული. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის განხილვა იყო. მოლაპარაკებების დროს მხარეები ასევე შეთანხმდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პირობები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

იტვირთბა....