„ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება?”
ზვიად ძიძიგური – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნები”ს წევრები ბიძინა ივანიშვილის გოშიები არიან.