ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა სამარცხვინოა.
“მცირე მოწვევის პარლამენტი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი. ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით” – განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე.
მისი თქმით ქართული ოცნების წევრები ბიძინა ივანიშვილის გოშიები არიან.
„დღეს, თქვენგან გაღარიბებული ჩვენი თანამოქალაქეები არიან უზარმაზარი სტრესის ქვეშ. იმიტომ რომ უკვე რამდენიმე კვირაა, მათთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თემა გახადოთ რაღაცა პოლიტიკური თავდასხმების თემა იმის ნაცვლად რომ დღეს ჩვენ აქ ყველა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეკლესია, მათ შორის უცხო სახელმწიფოების გავლენისგან, რომლებიც ცდილობენ რომ დაეპატრონონ გავლენის ბერკეტებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციაში.
თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები. თქვენ არ ხართ პარლამენტის წვერები. მცირე მოწვევის პარლამენტი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი. ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.