aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“განა ღვთის წყალობა, მეტი არაა წესის აგებაზე?” – უგულავა

“ძვირფასო მღვდელთმთავრებო, ცხადია ეკლესიის გადასაწყვეტია ვის და რატომ აუგებთ ან უარს ეტყვით წესის აგებაზე. მაგრამ წარმოიდგინეთ მოდის თქვენთან გარდაცვლილის გაწამებული მშობელი, ახლობელი და გევედრებათ რომ მას, მართმადიდებელ ქრისტიანს, მიცეთ უფლება ილოცოს ქრისტიანული წესით დამარხოს თავის ძე შეცდომილი, უძღები შვილი დაიტიროს. რატომ ვეუბნებით უარს? განა ღვთის წყალობა, მეტი არაა წესზე? განა იესო არ ამბობს რომ ერთ დაკარგულ ცხვარს უნდა ვეძიოთ, თუნდაც მთელი ფარას მიტოვება მოგვიხდეს? განა უძღები შვილის ხილვით არ ხარობს მამა? აბა მაშინ რატომ? იქნებ ამ კუთხით შეგეხედათ. ცოცხალი თუ შეგნებულად მზადაა გარდაცვლილის ტვირთი ზიდოს, რატომ უნდა ვუთხრათ უარი, თქვენ ხომ ცოცხალ ღმერთს ემსახურებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველო”

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი. 

იტვირთბა....