ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ბურჯანაძე, მეუფე პეტრესთან შეხვედრას ადასტურებს

ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომ”არე, ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ “კურიერთან” გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ, ის მართლაც შეხვდა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს, თუმცა, საუბარი პოლიტიკასა და რუსეთთან თანამშრომლობას არ შეხებია.

“არანაირი ლაპარაკი ღია ან ფარულ მხარდაჭერაზე და მით უმეტეს პუტინთან მოლაპარაკებებზე არ ყოფილა. ასეთი ღია მხარდაჭერა რომ ყოფილიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საპატრიარქოსაც და სხვა მეუფეებსაც მაშინ დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა საქართველოსთვის,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრე ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.

იტვირთბა....