“როგორც ჩანს, მონაზონი პეტრესა [ექს-მეუფე პაატა ცაავა] და ნაცსექტანტების ცილისწამებებისა და სიბინძურეების ფრქვევა უწმინდესზე გაგრძელდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
მისი შეფასებით, არც საპატრიარქოს, არც სახელმწიფოს ამის შემაკავებელი ბერკეტები არ გააჩნია.
“და რანაირად? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. და არანაირად იგრძნობა იმავე ტოტალური პარტსექტანტების მიერ შეთითხნილი დისტოპიური ფსევდო-რეალობა, რომ ყველაფერი ჩამოიშალა ანდა ბიძინამ “მიიტაცა”.
კონფლიქტოლოგიურად თუ შევხედავთ, ამ დაძაბულობის სპირალს კვანძი გაეხსნება ადრე თუ გვიან. დესტრუქციულად თუ კონსტრუქციულად, უფრო ამ უკანასკნელით. ფაქტია, რომ ჩვენ დედა ეკლესიაში ადრე თუ გვიან კარდინალური რეფორმები განხორციელდება უკეთესობის მიმართულებით, თორემ ეკლესიის შერყევა პლანეტაზე ტრილიონჯერ გამრავლებულ არცერთ სექტას გამოუვა.
9 ნოემბერს, ზუგდიდში, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდამჭერი მსვლელობისას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუსტად დასვა შეკითხვა: თქვენ ვისკენ ხართ – პეტრესკენ თუ პატრიარქისკენ? შეკითხვა ქვეყნის მრევლს ეხება და არა ახლა წამოჩიტულ “ყველაფერჩიკებს”, დღემდე რომ ვერ განარჩევენ პარაკლისსა და პანაშვიდს, ისევე, როგორც ევროკავშირსა და ევროპის საბჭოსმშვიდობა და განვითარება საქართველოს!”, – წერს აბაშიძე.