“ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება. შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება. ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!… და სადაც ქრისტიანულ ღირებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი. ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია.
მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი – ფოთის და ხობის მიტროპოლიტი
აღნიშნული განცხადება მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებისას გააკეთა.