“კახა კალაძეს არ სურს საუბარი, რადგან ის არ იყოს გამოყენებული ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ… რადგან ეს საკითხი მაშინ ამოიწურა, კახა კალაძე ამაზე საუბარს დღეს საჭიროდ არ მიიჩნევს… მამა გიორგი სხილაძე ამბობს, რომ შემთხვევით ჩამოვედიო საქართველოში. ეს ყველაფერი ემთხვევა იმ პროცესს, როდესაც პეტრე ცაავას ჩაეფუშა ეს გეგმები და წამოვიდა ახალი ტალღა. ძალიან ორკესტირებულია. მან დადო პოსტი და თქვა, რომ კახა კალაძეს არ დავკავშირებივარ ორი თვეაო. კახამ დამირეკა და მთხოვა, რომ რამენაირად დაუკავშირდი და უთხარი – ჩემი სახელი არ გამოიყენოსო. მე მას ვწერდი, ის იღებდა შეტყობინებებს და იგნორს უკეთებდა… “
თეიმურაზ კუპატაძე – სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტის, კახა კალაძის წარმომადგენელი
“ტვ. პირველი”
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.
მისი თქმით, ზოსიმე შიოშვილი, რომელიც მაშინ სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი იყო სტუდენტ კახა კალაძეს “სოდომურად თავს დაესხა”.