მთავარი საზოგადოება

“პირდაპირ მემუქრებინ” – მამა გიორგი სხილაძე საქართველოს ტოვებს

ემიგრაციულ ეკლესიაში მსახური მამა გიორგი სხილაძე ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა ქვეყნის დატოვება მალევე მოუწია, რადგან სიცოხლის ხელყოფით ემუქრებიან.

როგორც თავად ამბობს, დიდი ხანია რაც საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ ის საქართველოდან წასვლას ჯერ არ აპირებდა. თბილისში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ამჟამად ორივე საფრანგეთშია.

“მზად ვარ, თუნდაც ამ საკითხის გამო ჩამქოლონ. დღეს იყო ამის მცდელობა. დილას გადავავლე თვალი და დამხვდა ასეთი წერილი. პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ პროკურატურას, პირდაპირ მემუქრება, საფრანგეთში ჩამოვალ და იქ მოგიღებ ბოლოსო. მივმართავ პროკურატურას, ეს პიროვნება შეისწავლონ”, – განაცხადა სხილაძემ გუშინ ტვ პირველის ეთერში.

მიტროპოლიტი ზოსიმე მღვდელი გიორგი სხილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.

იტვირთბა....